კალაძე, ახალგაზრდა თაობა კი არა, ოცნება გეგმავს რევოლუციას – როთი კალაძეს

არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ “ოცნება” გეგმავს რევოლუციას – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ს სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს.
კახა კალაძე, აშკარად არასწორად გაიგე რაღაც:
არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!- წერს როთი.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, განაცხადა:
მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები!

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის