179 235 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

179 235 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179,235 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
179,235 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.4 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+27%, 1 აპრილი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 194,570 ლარს, იპოთეკურის 53,012 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,474 ლარს შეადგენს.
გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.
2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის თითქმის ტოლფასია (+18%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 42%-ს შეადგენს და 10 მლრდ. ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.
გრაფიკი 2. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა (მლრდ. ლარი) და წლიური ზრდა (%) 2016-2023.
2024 წლის 1 აპრილის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.7% შეადგინა, რაც დაახ. 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (15.9%).
გრაფიკი 3. საშუალო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 2016-2024.
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის აპრილის თვეში 1.5% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო.
გრაფიკი 4. ინფლაცია (საშუალო წლიური) და რეფინანსირების განაკვეთი