რუსთავში ორი ქალი მოკლეს – ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს.
მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს. -ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ