საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, თუ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და რუსულ კანონს დაამტკიცებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.
“თუ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. მთავრობამ ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციაზე”. – უთხრა კალიურანდმა ტვ პირველს [სინქრონული თარგმანი].
გუშინ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს.