ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა – ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. დღეს, 22 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, რომ ომმა ღაზაში ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ს ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს წევრ 130-ზე მეტ ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ