ხარკოვთან შეტაკებისას ქართველი დაიღუპა

ხარკოვთან შეტაკებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მეგობარი ავრცელებს.
„როგორ არ მინდა დავიჯერო. სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი – მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის.
სერგო ახმეტის რაიონიდანაა, დიდი ხანია კიევში ცხოვრობს, უკრაინის მოქალაქეა, დარჩა 3 შვილი”,- უთხრა „პრაიმტაიმს“ დაღუპულის მეგობარმა ბესიკ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად