ლარში აღებულ 180 ათას სესხზე პროცენტი მცირდება

მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტმა დღეს, 22 მაისს მიიღო.
ლარში გაცემული სესხის პროცენტი 0,25 ერთეულით მცირდება. საქართველოში ლარში 180 სესხია გაცემული.
შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე.
„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ