კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ Paris Saint-Germain-ში მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებენ, თუმცა Napoli ტრანსფერში 100-120 მილიონ ევროს ითხოვს და, რეალურად, ქართველი ვარსკვლავის დათმობას არ აპირებს – ამის შესახებ წერილს French Football Weekly აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ Napoli-ის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა 2022 წლის ივლისში ბათუმის „დინამოდან“ დამატებულ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა. მიუხედავად არაერთი სატრანსფერო ჭორისა, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა ამჟამად არ განიხილება.