თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან – კახა კალაძე

„თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა. მისი თქმით, „ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება“.
„თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი, ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველმა გააკეთა თავისი გასაკეთებელი, სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ქვეყნის, რომელიც ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური, ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ, ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხად აკალაძემ.