ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია

ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის ეს ნაბიჯი ნორვეგიისა და ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უკავშირდება.
„დღეს მე ირლანდიასა და ნორვეგიას ძლიერ სიგნალს ვუგზავნი: ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს. ახლახან მე დუბლინიდან და ოსლოდან შემდგომი კონსულტაციების მიზნით ელჩების ისრაელში დაბრუნების ბრძანება გავეცი“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
რამდენიმე წუთის წინ, ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ დღეს პალესტინის სახელმწიფოს ესპანეთი და ირლანდიაც აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ