არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის – ეს კანონი ღამის კოშმარია – კახა გოგოლაშვილი „რუსულ კანონზე“

არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის – ეს კანონი ღამის კოშმარია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილი წერს. მისი შეფასებით, მმართველი პარტიის წევრებს ადრე თუ გვიან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ამ კანონის მიღებით დანაშაულს ჩადიოდნენ.
„იმდენად მაგარი ანგარიშია ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რასაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამბობდნენ და წერდნენ ამ ერთი წლის განმავლობაში აქ საოცრად პროფესიულად და ამომწურავადაა წარმოდგენილი. არანაირ სივრცეს არ ტოვებს ეჭვებისთვის – ეს კანონი ღამის კოშმარია. წარმომიდგენია როგორ შოკში არიან ოცნების ის დეპუტატები და გუნდის სხვა წევრები, ვინც არა მარტო სამართალში ერკვევიან ან ანალიტიკური უნარები გააჩნიათ, არამედ ისინიც, ვისაც უბრალოდ ინგლისურად კითხვა ეხერხებათ. მათ ესმით, რომ ამ დასკვნას ვეღარ გააფარჩაკებენ და მოუწევთ ადრე თუ გვიან აღიარება, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამ კანონის მიღების მცდელობით“, – წერს კახა გოგოლაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ