FT: 4 ევროპული ქვეყანა EU-ს საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების მიღებას შესთავაზებს

Financial Times-ის ცნობით, რუსული კანონის მიღების გამო ოთხი ევროპული ქვეყანა – , ჩეხეთი, შვედეთი და ნიდერლანდები შემდეგ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების მიღებას შესთავაზებს. როგორც ცნობილია, განიხილება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც.
აღნიშნულ ინფორმაციას, Financial Times-ი დისკუსიებში ჩართულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წარდგენილი შემაკავებელი ზომები უვიზო მიმოსვლის შეჩერების გარდა ასევე მოიცავს სანქციებს და ევროკავშირის ფონდების გაყინვას.
სხვა წყაროს ცნობით, ევროკავშირში საქართველოსთვის სხვა ტიპის შემზღუდველი ზომების მიღებასაც განიხილავენ. ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის რეაქცია შესაძლოა უფრო დაგვიანებული იყოს ვიდრე -სი, რადგან საფრთხილოა, სანქციები არ შეეხოს არასწორ სამიზნეებს.