ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ფინალურ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ, თურქ, ტაჯიკ და სამხრეთკორეელ სპორტსმენებს სძლია. ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვი დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც