,, ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს” – ნინო წილოსანი

ვიცესპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ექომაგება კოლეგას, სალომე ქურასბედიანს, რომელსაც ,,ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნაზე ბრიფინგი ჩაატარებინა. შეგახსენებთ, სალომე ქურასბედიანი ცოტა ხნის წინ გახდა იმით გახდა ცნობილი, რომ საკომიტეტო მოსმენისას, ანა ბუჩუკურს ტელეფონი მაშინ წაართვა, როდესაც სა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირებას იღებდა.
,,ვენეციის კომისიაზე ქართული ოცნების ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს😇
სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი ოპოზიციონერები, რომლებიც სალომეს უწუნებდნენ იმას, რომ მათსავით გაავებული და სახედაკარგული არ გვევლინება 🙂
ვენეციის კომისიის დასკვნაზე კი ჩვენი შეფასება ასეთია 👇🏻
❗️ის მოიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს,
თითქოს კანონის მეორე მოსმენის ვერსია არ გასაჯაროებულა, მაშინ როდესაც ის ლაივში გადაიცემოდა და არსებობს მისი ჩანაწერიც, თანაც კანონის საბოლოო მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა
❗️ვენეციის კომისია გვეუბნება რომ საპროტესტო აქციები იყო მშვიდობიანი. უგულებელყოფენ იმ ფაქტს რომ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი
‼️ ვენეციის კომისია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას (უთითებენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე) რეალურად პასუხგაცემულია იმ ფაქტობრივი მდგომარეობით რომ ვერსად ვერ ნახავთ უმდიდრესი NGO-ების ყოველწლიურ დეკლარაციებს ..
‼️ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოეთხოვოთ ..
უკომენტაროდ დავტოვებდი რომ არა ცდუნება დავწერო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი 2020 წლის გადაწყვეტილება
“.. არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს “
და ბოლოს , ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს”

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას