ჰადას მეიცადი – ყველამ, ვისაც მორალური კომპასის საბაზისო გრძნობა გააჩნია, უნდა გამოვიდეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება უარყოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლის კარიმ ხანის გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ საქართველოში ს ელჩმა ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ელჩი კარიმ ხანის განცხადებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ, აფასებს აბსურდულ მცდელობად, დასვას ტოლობა ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის.
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება მორალურად ბუნდოვანია. ეს აბსურდული მცდელობა, რომ რაღაცნაირი ტოლობა გაივლოს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ებრძვის, რომელიც ტონობით და ტონობით ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის პალესტინელ ხალხს და ამ მკვლელ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის, რომელიც ჩემს ხალხს კლავდა, საკუთარი ხალხის ზურგს უკან იმალებოდა, სამოქალაქო პირებს “ცოცხალ ფარად” იყენებდა, გენოციდის აქტებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადიოდა.
შესაბამისად, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას. -მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე ისაუბრეს ამ რეზოლუციის წინააღმდეგ. ჩვენ, ისრაელი, ICC-ის წევრი სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ მის იურისდიქციას არ ვაღიარებთ, მაგრამ გვჯერა, რომ ყველამ, ვისაც მორალური კომპასის საბაზისო გრძნობა გააჩნია, უნდა გამოვიდეს და ეს გადაწყვეტილება უარყოს”, – განაცხადა მეიცადმა.

ასევე დაგაინტერესებთ