ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მლნ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა – The Lancet

Telethon Kids Institute-ის ახალი კვლევის თანახმად, 1974 წელს იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (Expanded Programme on Immunisation)დაწყების შემდეგ, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. აქედან უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
EPI, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ, 1974 წელს დაარსდა. მისი მიზანი იყო ბავშვების ვაქცინაცია ჩუტყვავილაზე, ტუბერკულოზზე, დიფთერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, პოლიომიელიტსა და წითელას წინააღმდეგ. 90-იანი წლებიდან პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა.
კვლევაში ნათქვამია, რომ EPI-ის ძალისხმევით მსოფლიომ თავიდან აიცილა დაახლოებით 154 მილიონი ადამიანის სიკვდილი, აქედან დაახლოებით 146 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი იყო.
კვლევის ავტორმა, ენდრიუ შატოკის თქმით, ვაქცინაციამ განაპირობა გლობალური ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირების 40%-ით, აფრიკაში ეს მაჩვენებელი 52% იყო. 2024 წელს 10 წლამდე ასაკის ბავშვებს 40%-ით მეტი გადარჩენის შანსი აქვთ.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია. გამოდის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ვაქცინაციით არავაქცინირებულებსაც ვიცავთ. თუმცა, გასულ თვეს ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ სახიფათო გარდამტეხ წერტილთან ახლოს იყოს, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალი იქნება, რომ არავაქცინირებულები დაცულები აღარ იქნებიან ვაქცინირებული საზოგადოების მიერ.
ექსპერტების თქმით, ამის მიზეზი არა ვაქცინების მიმართ უნდობლობა, არამედ ის არის, რომ ვაქცინებმა იმდენად კარგი შედეგი აჩვენა, რომ ადამიანებს უბრალოდ კონკრეტული დაავადებების არსებობაც ავიწყდებათ. ამიტომ, ისინი ნაკლებად იცრებიან.
მკვლევრები ვაქცინების გაუმჯობესებაზე მუშაობას არ წყვეტენ. ვაქცინაციამ რამდენიმე მომაკვდინებელი დაავადება სრულად გააქრო და ახლა მას უკვე კიბოს წინააღმდეგაც იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ