პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე განაცხადა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”
ანალიტიკოსის განცხადებით, პარტნიორობის ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, დათქმების და შეზღუდვების დაწესება ვერ წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.
“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ შეთანხმებას ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობაზე გრძელვადიან საფუძველზე, ორმხრივი ინტერესის მრავალ სფეროში, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს. პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას. ამ ფუძემდებლურ პრინციპებში ულტიმატუმების, მუქარის, დათქმების, შეზღუდვების დაწესება ვერანაირად წაადგება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას, რომელიც წარმოადგენს შეუჩერებელ პროცესს.” – წერს გია აბაშიძე Facebook -ზე.
Previous: დაიძრა ყინული – ზაალ ანჯაფარიძე
Next: ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს