გიგა ბოკერია გენერალ ბრაუნის განცხადებაზე – ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ს განცხადებით, გენერალ ჩარლზ ბრაუნის მიერ საქართველოში რუსულ გავლენებზე გაკეთებულ განცხადება „იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ“.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი მოკავშირე ამაზე საუბრობს, არამედ ის, რომ „ეს განცხადება საქართველოში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს“.
„იმის ნაცვლად, რომ დღეს კარგი გაგებით შემტევ დიპლომატიურ პოზიციაში ვიყოთ, რომ საქართველო ამერიკასა და ევროპას დაცულ პლაცდარმად სჭირდება, გვიწევს გავარჩიოთ, თუ რამდენად შეშფოთებულია თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ჩვენს ქვეყანაში რუსული პოზიციების გაძლიერებით.
ეს განცხადებაც იმ ღალატის გამოვლინებაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა სჩადის საქართველოს მიმართ. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, -ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან და აკვირდებიან ს გავლენას საქართველოში.
„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, – აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.

ასევე დაგაინტერესებთ