Green Gardens Batumi-ის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – პროექტის პარტნიორია “საქართველოს ბანკი”

ბათუმში Green Gardens-ის მიერ 3,580 კვ.მ. ფართობზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. 2024 წლის ბოლოსთვის ქალაქის ცენტრიდან ავტომობილით 10 წუთის, ახალი ბულვარიდან კი – 5 წუთის სავალზე, კერძო სახლების პრესტიჟულ უბანში, ახალი, პრემიუმ კომპლექსის მშენებლობა უკვე დასრულდება და 16 მსურველს მყუდრო, კომფორტულ ვილას შესთავაზებს.
Green Gardens Batumi-ის კონცეფციაზე კომპანიის დირექტორსა და დამფუძნებელს, თამარ დიასამიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თავისი ადგილმდებარეობით უნიკალურია.
“Green Gardens-ს კომპლექსი არის დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსი, რომელიც უნიკალურია ადგილმდებარეობით. ის მდებარეობს ქალაქის ტერიტორიაზე და, ამავდროულად, სიწყნარესა და სიმწვანეში, მრავალსართულიანი სახლებისგან, ურბანული ხმაურისგან შორს.
ჩვენს მცხოვრებლებს ერთგვარ „კომუნის“ კონცეფციას ვთავაზობთ, სადაც მათ სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიმწვანე, ჯანსაღი გარემო, კომფორტი, განვითარებული ინფრასტრუქტურა, დაცულობა და პრივატულობა დახვდებათ”, – ამბობს თამარ დიასამიძე.
Green Gardens-ის კომპლექსი, საცხოვრებელი სახლების გარდა, მობინადრეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. მათ შორისაა, საბავშვო მოედანი, საცურაო აუზი, გამწვანება, 24/7 დაცვის სერვისი და ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგი, ეზოს მომსახურება (მეეზოვე/მებაღე). ასევე, ყველა მცხოვრებლისთვის ინდივიდუალური ეზო და საპარკინგე სივრცე.
Green Gardens Batumi-ის პროექტი 2023 წლიდან “ს” მხარდაჭერით ხორციელდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი დეველოპერული და ტურისტული სექტორის ხელშეწყობის პროცესში, საქართველოს ბანკი მათი სანდო პარტნიორია.

ასევე დაგაინტერესებთ