აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 14.9 ათასი ტონა შეადგინა – იმპორტის 27.5% რუსეთზე მოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2024 წლის აპრილის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით ანუ 170,9-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,5 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: – 4,1 ათასი ტონა (27,5%); თურქმენეთი – 0,3 ათასი ტონა (2%); თურქეთი – 0,2 ათასი ტონა (1,3%); აზერბაიჯანი – 0,1 ათასი ტონა (0,7%);
2024 წლის აპრილის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,01 ათასი ტონა, რაც 8,13 ათასი ტონით ანუ 282,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,88 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის აპრილში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (10,97 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.