ქეთევან თურაზაშვილი – არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დარჩენის შანსი აღარ არსებობს, უბრალოდ მათ აქვთ შანსი ხელისუფლება დატოვონ სანქცირებულებმა ან სანქციების გარეშე

პარტია “ – მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, პარლამენტში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით, შეხვედრა იმ საკითხებს შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია ს დემოკრატიულ პირობებში ჩატარებისთვის. თურაზაშვილის თქმით, არა აქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.
“შეხვედრა “ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის წევრებზე და კონკრეტულად ალეკო ელისაშვილზე პირად ანგარიშსწორებაზე საუბრით დაიწყო. ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რამდენად თავისუფალი, უსაფრთხო, ჯანსაღი და ძალადობისგან დაცლილი გარემოა წინასაარჩევნოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის. შეხვედრისას შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებისთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას“ რაიმე ფორმით არჩევნების გაყალბების საშუალება არ ჰქონდეს. ჩვენი პარტნიორებისგან გვაქვს დაპირება, რომ იქნებიან სრულად ჩართულები მთელ ამ პროცესში და დააკვირდებიან ყველა დეტალს, თუ როგორ ჩაივლის საქართველოში არჩევნები ასეთ მნიშვნელოვან დროს.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქალთა კვოტირების თემით. ვისაუბრე იმაზე, თუ რა ზიანს მოუტანს საქართველოს პარლამენტს და ქართულ პოლიტიკას ნაკლები ქალის ჩართულობა. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის აბსოლუტურად ლეგიტიმური – დღეს პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მე რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება“ სწორ გზას აირჩევს და არ დაძლევენ ვეტოს, თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება, იქნებ მოხდეს სასწაული და პრეზიდენტის ვეტო არ დაიძლიოს“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მხრიდან შეერთებულ შტატებთან ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის ღალატია. მისივე თქმით, “გამჭვირვალობის კანონის” გაჯანსაღების მექანიზმი არ არსებობს, რადგან ეს კანონი ფუნდამენტურად არასწორი და ქვეყნის განვითარებისთვის მიუღებელია.
“საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პარტნიორების გვერდით დგომა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ნებისმიერი ნაბიჯი ამ შემოთავაზების წინააღმდეგ ქვეყნის ღალატად მიმაჩნია.
რეალურად ამ არჩევნებზე “ქართული ოცნების“ დარჩენის შანსი აღარ არსებობს, რადგან “ქართული ოცნება” მოძალადე ხელისუფლებად გადაიქცა, უბრალოდ მათ აქვთ შანსი ხელისუფლება დატოვონ სანქცირებულებმა ან სანქციების გარეშე. ამ შანსის გამოყენების საშუალება აქვთ მათ და თუ ამას შესძლებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი. საზოგადოებამ ნახა “ქართული ოცნების“ წევრების კომენტარები სანქციებთან დაკავშირებით და ცხადია, რომ ეს მათთვის უმტკივნეულო ნამდვილად არ არის. ქვეყნის წინაშე ჩადენილი მათი შეცდომები აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იყოს”, – განაცხადა დეპუტატმა.