ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია 30 მაისიდან 3 ივნისამდე მოხდება, ხოლო საარჩევნო კამპანიის პერიოდი 12-დან 27 ივნისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.