მაიკლ როთი – შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი

შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.
„კიდევ ერთი კვირა, რათა ევროკავშირმა თბილისს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს: ჩვენ ყველა იმ ქართველის გვერდით ვდგავართ, რომლებიც ევროპის გულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი“, – წერს მაიკლ როთი.