უკრაინელებმა რუსების გაშვებული 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს

რუსებმა ს ღამით Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა 29 დრონიდან 28 ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, რუსები უკრაინას წუხელ სამი მიმართულებიდან დაესხნენ თავს: ს ქალაქებიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან და დროებით ოკუპირებული დან.
რუსების საჰაერო შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

ასევე დაგაინტერესებთ