“გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს

“გაიფიცე საქართველოსთვის” – ახალგაზრდების ნაწილი აქცია-მსვლელობას დღეს, 15:00 საათზე გამართავს
“გაიფიცე საქართველოსთვის,” – ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს.
“ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს!
21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით!
ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ!
უნდა ვიბრძოლოთ უწყვეტად მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ