გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, დანია, კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.
გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, აშშ და საფრანგეთი უკრაინას აღჭურვილობითა და რაკეტებით დახმარებას დაჰპირდნენ, ლატვიამ კი გამოთქვა სურვილი, ინიციატივას შეუერთდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად, უკვე გამოცხადებული 7.1 მილიარდის გარდა, დამატებით 3.8 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ