პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მსვლელობას მართავდნენ

პარლამენტთან აქციას, სადაც ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, სტუდენტური მოძრაობები შეუერთდნენ, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან და წერეთლის მეტროსთან შეიკრიბნენ.
სტუდენტები, რომლებიც ორ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, სააკაძის მოედანზე შეერთდნენ და საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მივიდნენ.
სტუდენტებს პარლამენტთან მყოფი ახალგაზრდები ოვაციებით შეხვდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან პერფორმანსიც მოაწყვეს.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ხვალ 18:00 საათზე, შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან, თუმცა სად გადაინაცვლებენ მსვლელობით, ზუსტ ლოკაციას არ ასახელებენ.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას