,,ბერი, ეპისკოპოსი, მღვდელი უნდა იყოს ღარიბი… საშინლად ამახინჯებს გუჩის ფეხსაცმელი და როლექსის საათი” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
,,ბერი, ეპისკოპოსი, მღვდელი უნდა იყოს ღარიბი, რადგან მდიდრები სასუფეველში ვერ ხვდებიან ქრისტეს სწავლების მიხედვით.
🙏🏻 კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ ღარიბები, რომ სულიერი სიმდიდრის დაგროვებაში ხელს უშლის მას ქონება და მიწიერი საზრუნავი.
🙏🏻 კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ უპოვრები, რომ ღმერთს მინდობილები არიან და არ ეშინიათ გაჭირვების.
🙏🏻 კიდევ იმიტომ უნდა იყოს მღვდელი ღარიბი, რომ ყველა ლარი ღატაკ ოჯახებს უნდა გაუნაწილოს ამ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს შიათ.
🙏🏻 კიდევ იმიტომ უნდა იყოს ღარიბი, რომ მაგალითი მოგვცეს საერო პირებს, რომ ჩვენ მათ მაგალითზე შეველიოთ სიმდიდრეს და გავუნაწილოთ ის გაჭირვებულებს.
🙏🏻 კიდევ ათას მიზეზს დავწერ, თუ როგორ აკეთილშობილებს და ამშვენებს სასულიერო პირს სიღარიბე და რა საშინლად ამახინჯებს გუჩის ფეხსაცმელი და როლექსის საათი, მაგრამ ნუთუ ეს უჩემოდ არ იციან? ნუთუ ეს ვერ ამოიკითხეს სახარებიდან?”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე