მირიან ლექსმანი შოლცს და მაკრონს – ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი X-ზე წერს და საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ სა და ს განცხადებას ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ლეთარგიულები ვიყოთ, როცა ქართული ოცნება დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ძირს უთხრის!“, – წერს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.
შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულები არიან და „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”