,,სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება”- თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად იყო ნებისმიერი დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი კანონი, რომლის მსგავსიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას და ახლა უკვე კანადაც მუშაობს ამაზე. პრეზიდენტის, ოპოზიციის, საერთაშორისო აქტორების მხრიდან იყო არაერთი განცხადება, რომ მრავალი არგუმენტი არსებობს და შენიშვნა კანონთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება. ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე შეუწყოს ხელი. ვიმეორებ. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი არგუმენტის, დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის. იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებებიც, რომ პრეზიდენტმა ვეტოშიასახოს ეს შენიშვნები, მაგრამ როგორც ხედავთ, ქალბატონი არ დაელოდა ამ შენიშვნებს, არ დაელოდა არგუმენტაციას, რომელზეც ისიც ამბობდა, რომ ჰქონდა შენიშვნები. ნაჩქარევად წარმოადგინა ვეტო, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია არის მოცემული. შესაბამისად, ამით მან დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე არგუმენტების, ოპოზიციის არგუმენტების ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.