სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა

წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს.
მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს.
ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის“ სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.
№11 დაწესებულებაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა