ერევანში საპროტესტო აქციების ლიდერმა, დეკანოზმა ბაგრატ გალსტიანმა 26 მაისს დააანონსა ფართომასშტაბური აქცია, რომელზეც გამოცხადებული იქნება შემდგომი ქმედებები.
23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა, რომელიც ოთხი სადავო სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც მოახერხეს ერთ-ერთ საზღვრისპირა სოფელში, კირანცში შესვლა, განაცხადეს, რომ საქაჩი სადგური, რომელიც სასმელ წყალს ამარაგებს, შესაძლოა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდეს.
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 19 მაისს, 19 მაისს პოლიციამ ტავუშის რაიონის სოფელ კირანცის გზა გადაკეტა და ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს იქ შესვლის უფლება არ მისცა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი, პასპორტებს უმოწმებდნენ.
18 მაისს, სომეხი მესაზღვრეები სოფელ კირანცში ჩავიდნენ, რომლის გავლითაც აზერბაიჯანთან საზღვრის მშენებლობა იგეგმება. იმავე დღეს სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირანცში შესვლის უფლება მხოლოდ ადგილობრივებს ექნებოდათ, რადგან მიმდინარეობს მზადება აზერბაიჯანთან საზღვრის დასაცავად .
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაწესებული შეზღუდვების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მოახერხეს შემოვლითი მარშრუტებით კირანცამდე მისვლა, ჟურნალისტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის დეტალები გაუზიარეს.
აგნესა ხამოიანი ოპოზიციური ფრაქცია “აიასტანიდან” ამბობს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს აკეთებდნენ ადგილობრივ სკოლასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. იგი მდებარეობს ახალ საზღვართან ახლოს. ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ თუ მოსწავლეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, სკოლა სოფლის ცენტრში გადაინაცვლებს.
ხამოიანმა ასევე თქვა, რომ სოფელში მისვლა სოფლის მკვიდრის ხანუმ ტამრაზიანის ისტორიამ უბიძგა, რომლის სახლი და მიწის ნაკვეთი დელიმიტაციის შემდეგ, საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდება. თავად ტამრაზიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჩინოვნიკებმა, რომლებიც სოფელში მოვიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ, უთხრეს, რომ “ვერაფერს გააკეთებდნენ”.
ტამრაზიანს კომპენსაცია შესთავაზეს, რაზეც ის უარს ამბობს და აცხადებს, რომ სახლს და მიწას არ გაყიდის. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა არც კი უკითხავს. ამასთან, მას ეჭვი ეპარება, რომ მიღებული კომპენსაციითაც კი, ახალ სახლს ააშენებს კირანცაში.
“ჯერ ერთი, არ იქნება გონივრული ავაშენო სახლი თუ სამომავლოდ სოფლის ნახევარი აზერბაიჯანში იქნება და მეორე, ჯანმრთელობა არ მაქვს სახლი რომ ავაშენო. არსად მაქვს წასასვლელი, არ ვიცი სად გადავიტანო ჩემი ნივთები, სანამ ეს სახლი აშენდება. ვუთხარი, რომ ჩემს სახლში დავრჩები და არსად წავალ. გუბერნატორმა კი მიპასუხა, რომ უშიშროების ძალები ძალს გამოყენებით წამიყვანენ” – აცხადებს ქალი.
ტამარზიანმა ასევე განაცხადა, რომ სოფლის მოსახლეობა მოატყუეს. ქალი ამბობს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, ის თავად დაჰპირდა, რომ არც სახლი და არც მიმდებარე ხიდი, აზერბაიჯანს არ გადაეცემოდა.
სოფელ კირანცში შემოვლითი მარშრუტებით ფრაქცია “აიასტანის” კიდევ ერთმა დეპუტატმა არმენუი კიურეგიანმა მოახერხა შესვლა. ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სახლების, გზებისა და მიწების გარდა, სოფელ სარიგიუღში მდებარე სასმელი წყლის სატუმბი სადგურიც გადავა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
“ეს სადგური გასულ წელს აშენდა და მის მშენებლობაზე 130 მილიონი დრამი გამოიყო” – აღნიშნა დეპუტატმა.
19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ეს საკითხი ხელს უშლის ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას.
23 აპრილს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს პირველ შეთანხმებას საზღვრის დადგენაზე ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.
პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია. ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5-დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ.
9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.