სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მკურნალი ექიმი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სასიცოცხლო მაჩვენებლები, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია.
„დღევანელი სამედიცინო საბჭოს სხდომის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“,- ამბობენ საავადმყოფოში, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს მკურნალობენ.
რობერტ ფიცოს გასულ კვირაში დაესხნენ თავს და მას ოთხჯერ ესროლეს. სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა ორი ოპერაციის შემდეგ ის თავს უკეთ გრძნობს. ამ დროისთვის, ფიცო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
„კლინიკური გაუმჯობესება ნათელია, ის კონტაქტურია. პრემიერ-მინისტრი რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“,- ამბობენ კლინიკაში და აცხადებენ, რომ პრემიერის ტრანსპორტირება, ამ ეტაპისთვის, მიზანშეწონილი არ არის.
პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის, ამ ეტაპზე, 71 წლის მამაკაცია დაკავებული. საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დაადგინონ, მოქმედებდა თუ არა დაკავებული მარტო.
დაკავებული მამაკაცს, ბრალად მვკელობის მცდელობა ედება. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი იყო და გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. სამართალდამცავებმა დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს და ამოიღეს პერსონალური ნივთებიც. ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპელი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა სცადეს, რაც მათი თქმით, სლოვაკეთში არსებულ ღრმა პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს.