ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოხატა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ რაისის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა, – ამის შესახებ განცხადებას კრემლი ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაჰიმ რაისს კარგად იცნობდა და მას აფასებდა, როგორც სანდრო პარტნიორს, რომელმაც რუსეთსა და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მოჰამად მოხბერმა ვლადიმერ პუტინს თანაგრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მხარეებმა, ორივე ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ, რუსეთ-ირანის ყოვლისმომცველი ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების სურვილს ხაზი გაუსვეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით