ძარის ტრაგედია სამუდამოდ დარჩება ოსი ხალხის მეხსიერებაში – გასიევი

“საქართველოს ხელმძღვანელობის არაადამიანური პოლიტიკის შედეგად, 1992 წლის 20 მაისის სამწუხარო დღე არის მწარე და სამწუხარო თარიღი, რომელიც სამუდამოდ დარჩება სამხრეთ ოსეთის ისტორიაში, მთელი ოსი ხალხის მეხსიერებაში”, – ამის შესახებ ს ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩმა ზნაურ გასიევმა განაცხადა თავის მიმართვაში მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ასევე, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების განყოფილებაში.
ოსური მედიის ცნობით, გასიევმა თქვა, რომ 32 წელი გავიდა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] სოფელ ძარის მახლობლად გზაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი ხოცვა-ჟლეტის დაწყებიდან.
“ამ დღეს, ალყაში მოქცეული ცხინვალის ქართული შეიარაღებული ძალების გაუთავებელი დაბომბვით დაქანცულები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, შეშინებულები ეძებდნენ ხსნას და იმედს, რომ უსაფრთხო ადგილას ყოფილიყვნენ ომის დროს. თუმცა, ბედმა მტკივნეული სიკვდილი არგუნა მშვიდობიან ოს მოსახლეობას ნაციონალისტი ჯალათების ხელით. მანქანებისა და სატვირთოების კოლონა ცივსისხლიანად დახვრიტეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, მათი ხელმძღვანელობით შთაგონებული უპირატესობის იდეოლოგიით, რომლის ლოზუნგებით განადგურდა ოსური მოსახლეობა 1920, 1989-2008 წლებში. იმ ტრაგიკულ დღეს ძარის “სიცოცხლის გზაზე” 33 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა”, – ნათქვამია გასიევის განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ დამნაშავეთა სისასტიკე კვლავ დაუსჯელი რჩება, თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ძარის გზაზე მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან დაკავშირებით.
“სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი საომარი დანაშაულის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან, მაგრამ ჩხრეკას და დაკავებას ხელს უშლის საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება, რომლის ტერიტორიაზეც იმალებიან დამნაშავეები” – განაცხადა გასიევმა.
გასიევის თქმით, დღეს საქართველოში ერთი ერის სხვებზე უპირატესობის იდეოლოგიას ბევრი მიმდევარი ჰყავს, “რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან მთელ ცივილიზებულ სამყაროს”.
“სამხრეთ ოსეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაიგმოს საქართველოს მიერ მშვიდობიანი ოსი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა. სახელმწიფოები, რომლებიც უშვებენ ნაცისტურ იდეებს და ამართლებენ ფაშიზმს, მკაცრად და პირდაპირ უნდა იყვნენ დაგმობილი მსოფლიო საზოგადოების მიერ, რადგან ნაციზმის დაუსჯელობა და წახალისება იწვევს ახალ დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ” – განაცხადა მან.
1991 წლის 20 მაისს სოფელ ძარის შემოვლით გზაზე მოხდა თავდასხმა, რომლის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაიჭრა. დაღუპულებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით