ICC-ის პროკურორი დაპატიმრების ორდერებს ითხოვს ისრაელის და ჰამასის ლიდერებისთვის

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა 20 მაისს განაცხადა, რომ სურს დაპატიმრების ორდერები გაიცეს ს ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ს ჩათვლით, ისევე, როგორც -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე. ორდერების მოთხოვნა უკავშირდება ქმედებებს შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში.
მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აზრით, ნეთანიაჰუ, მისი თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი და ჰამაასის სამი ლიდერი – იეჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და ისმაილ ჰანიე – პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ღაზის სექტორსა და ისრაელში.

ასევე დაგაინტერესებთ