„ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით“ – რას აქვეყნებს ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს ერთ ერთ უახლოეს მეგობართან, რომელმაც მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ მეთქვა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. მთხოვა – საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ესე იგი რა ხდება – ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი არის ვატო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელია. გაოგნებული დავრჩი ამ თავხედის მიერ დაორგანიზებული კამპანიით – თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს “რეკლამშიკებს” და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ – საჯარო ბულინგით ემუქრება. ახლა საქმე რაშია – რეკლამის მწარმოებლებს ძალიან სერიოზული კონტრაქტები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან და ცხადია, მათი უმეტესობა არაფერს ცუდს არ ფიქრობს ამ კანონზე, მაგრამ ბულინგს ვერ უძლებენ. ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით და ფეხზე ჰკიდია, ვის რა შემოსავალი ექნება. აი ეს კაცი აშანტაჟებს ყველას, რომ როგორმე მოახერხოს და სარეკლამო კომპანიებს ჩაუხსნან კონტრაქტები, დავალებას კი პირადად კეზერაშვილისგან იღებს. ხმა ამოიღეთ – ნუ ბულინგდებით!!!“

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”