აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონპროექტი მზადაა და კონგრესს შეიძლება დღეს წარედგინოს – POLITICO

POLITICO-ს ინფორმაციით, -ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონპროექტი მზადაა და აშშ-ს კონგრესს გადაეგზავნება განსახილველად. კანონი შეეხება იმ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის ე.წ „უცხო აგენტების“ კანონის მიღებაზე და მათ შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და სავიზო აკრძალვა. კანონპროექტის კონგრესში წარდგენა დღეს შეიძლება მოხდეს.
POLITICO წერს, რომ თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი რუსეთსა და ჩინეთთან აძლიერებს კავშირებს. კანონპროექტი კონგრესს რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა დღეს უნდა წარუდგენს.
გამოცემა წერს, რომ დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევაში. მოიცავს სავიზო სანქციებს პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში. შეზღუდვები შეეხება ასევე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებს, რომლებიც ჩართული არიან საპროტესტო აქციების დარბევაში.