ვეტოს დავძლევთ, რადგან ოფშორების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის – ბეჟან წაქაძე

ვეტო დაძლეული იქნება, იმიტომ რომ ოფშორების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის, ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ოფშორების კანონის მიღებით დიდ მოგებას ნახავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები 2030 წლამდე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან.
„კანონპროექტში საუბარია ქონების გადასახადის გადავადებაზე. ჩვენი ოპონენტები გაიძახიან, ქონება, ქონება, ქონება. ეს ქონება აქამდე საქართველოში არ ყოფილა და შემოდის, თუ მას შეღავათს მივცემთ და ჩაერთვება ეკონომიკაში, თუ მას შეღავათს მივცემთ რას დაკარგავს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოგებას ვნახავთ. ეს შენიშვნა პრეზიდენტისა, ეს ვეტო დაძლეული იქნება, იმიტომ რომ ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის”, – თქვა წაქაძემ.