რადიკალურ ოპოზიციას ბევრი ფული სჭირდება ქვეყნის ასარევად, ქვეყნის ომში ჩასათრევად

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თანახმად, ჩვენ გვჭირდება, ომის ნაცვლად მშვიდობა და სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით გაერთიანება.
მისი განცხადებით, ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაამკვიდრა ქვეყანაში, ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, სპორტში ინვესტიციები ჩადო და შედეგებიც შესაბამისია.
“სწორედაც რომ მშვიდობა გვჭირდება ომის ნაცვლად, განვითარება გვჭირდება, მეტი განათლება, მეტი ჯანსაღი ცხოვრება, სპორტში მეტი მიღწევები და გამარჯვება გვჭირდება. რადიკალურ ოპოზიციას ფული, ბევრი ფული ჭირდება ქვეყნის ასარევად, რევოლუციის მოსაწყობად, მერე ქვეყნის ომში ჩასათრევად… მანამდე კი ამისათვის ყველაფერს აკეთებს, ახალგაზრდებს ატყუებს, სპორტსმენებს აშანტაჟებს, ქვეყნის არც განვითარება და არც წინსვლა არ უხარია. ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაამკვიდრა ქვეყანაში, ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, სპორტში ინვესტიციები ჩადო, შედეგებიც შესაბამისია.” – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი – ზურაბ ქადაგიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი