წულუკიანი: გლობალურ ომის პარტიაზე მაქსიმალურ ინფორმაციას ვფლობთ

“ჩვენ [მთავრობა] ვფლობთ მაქსიმალურ ინფორმაციას, პროცენტებში არ შემიფასებია” – კულტურისა და სპორტის მინისტრი, პასუხობს BM.ge-ის კითხვას გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის თქმით, პრემიერმინისტრმა მ აღნიშნა, რომ გლობალური ომის პარტიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციის მხოლოდ 20%-ს აწვდიან, ხოლო -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს ინფორმაციის 30% გაუზიარა.
კითხვაზე, თუ ვინ შედის გლობალურ ომის პარტიაში, წულუკიანმა პასუხი არ გასცა.
“ამაზე ღიად საუბარს მე არ ვაპირებ და არც ისინი აპირებენ, ვინც ამაზე საუბრობს. თქვენ ჩემზე კარგად იცით, ვინ შეიძლება ეს იყოს.
კულტურის მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს ქართული ოცნების დეპუტატის, მარიამ ლაშხის მიერ ბრიტანულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც ლაშხმა განმარტა, რომ გლობალური ომის პარტია “მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს”.
“არ მომისმენია [ლაშხის ინტერვიუ], რა შუაში არიან მასონები. არ ვიცი, რას მელაპარაკებით” – ამბობს წულუკიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს