– 1 თვის ვადაში ჩამოყალიბდება, რა მოცულობის იქნება ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნებზე დასაკვირვებლად

გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ეუთო/ოდირის წარმომადენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.
“საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საარჩევნო გარემოზე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პროცესი უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს: აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ადამიანებზე, კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები და ბანდები, რომელიც ფორმირებული ჰყავს “ქართულ ოცნებას” და სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც ქცეულია პოლიტიკური დავალების შემსრულებლებად, რადგან ისინი არ იცავენ სამართლებრივ წესრიგს და არღვევენ კანონს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც კიდევ უფრო უნდათ, რომ დაამძიმონ საარჩევნო გარემო, შეცვალონ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომ ცესკო მათთვის მარტივად კონტროლირებადი იყოს მათთვის. ეს არის ვითარება, რაშიც ჩვენ ვოპერირებთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და გვითხრეს, რომ დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ჩამოყალიბდება, თუ რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა უკვე არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს