გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტი სწორად მოიქცა – კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია

პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთელი მისი შინაარსით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის რუსული და მისი 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან.
“პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ტელეარხებმა, რომლებიც საერთოდ არ უშვებენ იმ ინფორმაციას, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვასაბუთებთ. მთელი მისი შინაარსით ეს კანონი არის რუსული, 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი მოდგომა გამოიყენა, როდესაც “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი: ან უარს ამბობს ამ კანონის მიღებაზე ან იღებს ამ კანონს. ამ კანონის გაპატიოსნება არის შეუძლებელი, რასაც აბსოლუტურად ყველას ამბობს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს