სერგეი ლავროვი – ებრაჰიმ რაისი რუსეთის ნამდვილი, სანდო მეგობარი იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ს ნამდვილი, სანდო მეგობრები იყვნენ.
„რუსეთში, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ცნობილი იყვნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი, სანდო მეგობრები. მათი როლი რუსეთ-ირანის ორმხრივად სარგებლის მომტანი თანამშრომლობისა და ნდობის პარტნიორობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია. გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, ისევე როგორც მთელ ირანელ მეგობარ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ