ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია – გადარჩენილი არავინ

დღეს, 20 მაისს მაშველებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მიაკვლიეს ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის კატასტროფის ადგილს.
ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია. როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ცოცხალი არავინაა. პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN-ი და ნახევრად ოფიციალური Mehr News-ი წერენ, რომ გადარჩენილი არავინაა. ეს დაადასტურეს ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში.
სააგენტო Reuters-ს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა უთხრა, რომ ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.
ინფორმაცია განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის