ირანის სულიერმა ლიდერმა უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის სავარაუდო ჩამოვარდნის გამო, ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს (SNSC) საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიულად დაეშვა. პირველ ეტაპზე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ჩამოვარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს