ევროპელი მწარმოებლები მაროკოული პომიდვრის იმპორტის ზრდას აპროტესტებენ

საფრანგეთის ბოსტნეულის ეროვნული ასოციაციის Légumes de France-ის მწარმოებლებმა მაროკოდან პომიდვრის იმპორტის გაზრდის შემდეგ სუპერმარკეტებში საპროტესტო აქციები მოაწყვეს.
აღინიშნება, რომ საფრანგეთში მაროკოს პომიდვრის იმპორტის მოცულობა 2022/23 წლებში წინა სეზონთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 168 მლნ ევროს ღირებულების 424,7 მლნ ტონა შეადგინა (ზრდა 27,5%).
„მწარმოებლები აკრიტიკებენ მაროკოული პომიდვრის მზარდ კონკურენციას, რომლის მწარმობლებიც მათი თქმით, სარგებლობენ მაროკოში ტარიფების კონტროლის ნაკლებობით და დაბალი ხელფასებით და მოითხოვეს იმპორტის წარმოშობის უფრო მკაფიო მარკირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ესპანეთის ახალი პროდუქტების ფედერაციამ Fepex-მა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის პომიდვრის იმპორტის 42%-იანმა ზრდამ გამოიწვია წარმოების ვარდნა და ხელი შეუწყო ფასების კრიზისს.
agrokavkaz.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…