ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი.
, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს. მან ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც კი რაიმე სახის მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი. ერთადერთი რასაც ველოდები მისგან, ეს მოლოტოვის კოქტეილის სროლაა პოლიციელისკენ ან თუნდაც პარლამენტის შენობისკენ, თორემ აკვალანგის სათვალით აღჭურვილი, სასტვენის სტვენას რომ მალე დაიწყებს ამაში ეჭვიც არ მეპარება.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ

ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო – როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი

ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა

26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. ესენიც მსხვერპლი იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა