„ვთხოვე, 26 მაისს ჩამოვიდეს“ – სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მისწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თბილისში ელოდება.
„მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მისი ჩამოსვლა იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად კავკასიის საბჭოთა და რუსული გავლენისაგან გათავისუფლების საკითხი დევს. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას, , არჩევის შემდეგ, 2018 წელს დაჰპირდა და ეს სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო:
„აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის, მისი უსაფრთხოებისთვის. აქ არის შავი ზღვა, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სატრანზიტო ზონა“, – თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ელის ევროპელებისგან, კერძოდ კი ემანუელ მაკრონისგან.