“მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები” – ზურაბიშვილი La Tribune Dimanche-თან

“ემანუელ მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა [საქართველოში]. მან ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს… მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მე ველოდები მას [თბილისში] საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მხოლოდ საქართველო არ არის სასწორზე, ეს საკითხი კავკასიის საბოლოოდ გამოდევნას ეხება საბჭოთა უღელისა და რუსული გავლენისგან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.